რწმუნებულ-გუბერნატორის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლის სახლი ღამით გაჩხრიკეს

რწმუნებულ-გუბერნატორის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლის სახლი ღამით გაჩხრიკეს

ღამის 2-ის ნახევარზე შიდა ქართლის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლის, გიორგი მათიაშვილის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. როგორც მათიაშვილი აცხადებს, პოლიციის მუშაკებს არც ორდერი წარუდგენიათ და არც ის უთქვამთ, რის საფუძველზე განახორციელეს 2 საათიანი ჩხრეკა. ღამის რეიდის დროს ოჯახში გიორგი მათიაშვილის მეუღლეც იმყოფებოდა, რომელიც ორი თვის ფეხმძიმეა.

"ამ პროცესს ვუკავშირებ იმას, რომ მე ვარ შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილესთან ალექსანდრე გოგლიძესთან და მის ძმასთან შპს "კულას" ხელმძღვანელთან დაახლოებული პირი. რას ეძებდნენ, რა უნდოდათ, ჩვენთვის არაფერი უთქვამთ. სახლი მთლიანად გადაჩხრიკეს და წავიდნენ", - ამბობს მათიაშვილი.

სამხარეო პოლიციის თანამშრომლებისთვის ეს უკვე მესამე წარუმატებელი ოპერაციაა. სამივე შემთხვევაში, "ოპერატიული ინფორმაცია" პოლიციის უფროსის გიორგი დვალიშვილისთვის მცდარი აღმოჩნდა.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა