"ქართუში" უარყოფენ ინფორმაციას, თითქოს ბანკი ფიზიკურ პირებს აღარ ემსახურება

"ქართუში" უარყოფენ ინფორმაციას, თითქოს ბანკი ფიზიკურ პირებს აღარ ემსახურება

ბანკი "ქართუ" სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება. როგორც ბანკ "ქართუდან" "ინტერპრესნიუსს" აცნობეს, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბანკი აღარ ემსახურება ფიზიკურ პირებს, სიმართლეს არ შეესაბამება.

"სს "ბანკი ქართუ" დაარსდა 1996 წელს და მას შემდეგ ყოველთვის იყო კორპორატიულ სეგმენტზე ორიენტირებული ბანკი, მაგრამ, ამავე დროს, ფართო სპექტრის საოპერაციო მომსახურებას შეზღუდვის გარეშე უწევდა ყველა ფიზიკურ პირს. ყველასათვის ცნობილი მიზეზების გამო ბანკმა დროებით - 2012 წელს - შეიცვალა სტრატეგია, თუმცაღა 2013 წლიდან ბანკი უბრუნდება კორპორატიულ სეგმენტს. სს "ბანკი ქართუ" ემსახურება მსხვილ კომპანიებს და მათი საქმიანობის მოცულობიდან გამომდინარე გასცემს ბიზნეს სესხებს. თუმცაღა, ბანკი, როგორც ყოველთვის, მზად არის იყოს ქვეყნის სამსახურში და ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს გაუწიოს საოპერაციო მომსახურება", - ნათქვამია "ქართუს" განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ