ქალი, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე განიერი თეძო აქვს

ქალი, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე განიერი თეძო აქვს

მაშინ, როცა გოგონები ზედმეტ კილოგრამებს მტანჯველი დიეტებით ებრძვიან, მსოფლიოში ყველაზე განიერი თეძოსა და დიდი საჯდომის პატრონი, 39 წლის მიკელ ბრუკსი საკუთარ "კონტურებში" თავს კომფორტულად გრძნობს.

ლოს-ანჯელესში მცხოვრები ქალბატონი 190 კილოს იწონის, მაგრამ როგორც ამბობს, ზედმეტი წონა ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელს არ უშლის და არ აკომპლექსებს. ქალბატონი რესტორნებშიც ერთობა, თანამედროვე სტილის კაბებსაც იძენს, შოპინგზეც დადის და სალონებსაც სტუმრობს, მაგრამ ჭარბი წონა თავს ყოველ წამს ახსენებს, მაგალითად, სახლში გვერდულად დადის, რადგან კარებში მისი მასიური თეძოები ვერ ეტევა, სპეციალურად მისთვის აწყობილ ლოგინზე სძინავს და ავტომობილის ნაცვლად, სატვირთო მანქანით გადაადგილდება.

მიკელის ყველაზე დიდი გულშემატკივარი მისი მეუღლე რეჯია. რეჯის თქმით, ცოლი ისეთი უყვარს როგორიც არის და მისთვის მნიშვნელობა არ აქვს მსუქანია, თუ გამხდარი.

მიკელი ამბობს, რომ ახალგაზრდობაში გამხდარი იყო, მაგრამ სხეულის გარშემოწერილობასთან შედარებით, თეძოები ყოველთვის განიერი ჰქონდა. ქალბატონი ამბობს, რომ მისი ფართო თეძოები გენეტიკურია და 4 შვილზე მშობიარობის შემდეგ წონაში უფრო მოიმატა.

"4-ჯერ ვიმშობიარე და ყოველი ბავშვის გაჩენის შემდეგ წონაში ვიმატებდი. მსგავსი თეძოები ჩემს ოჯახში ბევრ ქალს აქვს, ალბათ, გენეტიკურია. თანაც გულწრფელად გეტყვით, ჭამა ძალიან მიყვარს. კარგი კულინარიც გახლავართ. ადრე დიეტებს ვიცავდი, მაგრამ ამას არაფერი ეშველება. ყველაზე ბევრს სადილზე ვჭამ. ძალიან მიყვარს შემწვარი ქათამი", - ამბობს მიკელი.

ის ძალიან წარმატებული ქალბატონია. მიკელი ჭარბწონიანი ქალბატონებისთვის სამოსს რეკლამას უკეთებს. დიდი ზომის სამოსის რეკლამის ერთ ფოტოსესიაში მას 1 000 დოლარს უხდიან.

იხილეთ ვიდეო: ქალი, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე განიერი თეძო აქვს

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს