ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე გადადგა

ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე გადადგა

ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარემ რევაზ ჩიტიძემ დღეს, საკრებულოს ბიუროს სხდომაზე გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. ხმები იმის შესახებ,რომ ჩიტიძეზე ზეწოლა ხორციელდებოდა, დიდი ხანია ვრცელდება. რევაზ ჩიტიძე ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით მიიღო. გავრცელებულ ხმებს მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შესახებ, საკრებულოს უკვე ყოფილი თავმჯდომარე არც ადასტურებს და არც უარყოფს.

"ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო", - ჩიტიძე მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა