პროდუქტები, რომლებიც საუზმეზე არასდროს უნდა მიირთვათ

პროდუქტები, რომლებიც საუზმეზე არასდროს უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა პროდუქტების ჩამონათვალი განსაზღვრეს, რომელთა მიღებაც უზმოზე იკრძალება. მშიერი კუჭისთვის მავნე პროდუქტთა შორის აღმოჩნდა ბანანი და იოგურტი.

დღის ბანანით დაწყება არ არის მიზანშეწონილი, ვინაიდან ის დიდი რაოდენობით შეიცავს მაგნიუმს. მან შესაძლოა, ორგანიზმში კალციუმისა და მაგნიუმის ბალანსი დაარღვიოს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარება გამოიწვიოს.

უზმოზე ასევე არ არის რეკომენდებული ფორთოხლის ჭამა, რადგან მას ალერგიისა და გასტრიტის პროვოცირება შეუძლია.

საუზმეზე ხურმა და პომიდორი პექტინებისა და ტანინების დიდი რაოდენობით შემცველობის გამო იკრძალება, რაც ისეთ შეგრძნებას იწვევს, თითქოს კუჭში ქვა გაქვთ.

ნედლმა ბოსტნეულმა (კიტრი, კომბოსტო და ბულგარული წიწაკა) უზმოზე შესაძლოა, კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება გამოიწვიოს.

საუზმეზე ასევე არ არის მიზანშეწონილი ცივი სასმელების მიღება. ქალებში ეს მენსტრუალური ციკლის მოშლას იწვევს.

მშიერ კუჭზე იოგურტის მიღება მას სასარგებლო თვისებების მნიშვნელოვან ნაწილს უკარგავს. მისი მიღება სასურველია ჭამიდან ორი საათის შემდეგ ან ძილის წინ. მხოლოდ ამ შემთხვევაში გეხმარებათ ის საჭმლის მონელების პროცესში.

ტკბილი კარტოფილი დილაობით იგივე სიმძიმის შეგრძნებას იწვევს მუცელში, რომლის შესახებაც ფერმენტატული სამედიცინო პრეპარატების შესახებ რეკლამებში საუბრობენ.

თუ ცარიელ კუჭში შაქარი ხვდება, ორგანიზმს აღარ შეუძლია ინსულინის საჭირო რაოდენობით გამომუშავება და სისხლში მისი ნორმალური დონის შენარჩუნება. ეს ყველაფერი შესაძლოა, თვალების დაავადების განვითარებით დასრულდეს. შაქარი მჟავის წარმომქმნელი საკვები პროდუქტია, რომელსაც მჟავისა და ტუტის ბალანსის დარღვევა შეუძლია.

ნიორი უზმოზე გასტროსპაზმს იწვევს. უმჯობესი იქნება, თუ საერთოდ უარს იტყვით კონსერვებზე და შებოლილ პროდუქტებზე, განსაკუთრებით საუზმეზე.

ამგვარად, თუ საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებათა თავიდან აცილება გსურთ, უმჯობესია, საუზმეზე არ მიირთვათ პირველივე საკვები, რაც ხელში მოგხვდებათ.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს