ელექტროენერგიის ტარიფის შემცირებაზე დროებითი მემორანდუმი გაფორმდა

ელექტროენერგიის ტარიფის შემცირებაზე დროებითი მემორანდუმი გაფორმდა

ელექტროენერგიის ტარიფები 3,5 თეთრით შემცირდა, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახი კალაძემ facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

ინფორმაციის მიხედვით, სამინისტროსა და კომპანია "ინტერ-რაოს"- შორის დასრულებული მოლაპარაკებების შედეგად, კომპანიებთან "თელასი" და "ენერგო-პრო" დროებითი მემორანდუმები გაფორმდა.

მემორანდუმები გარდამავალია და ითვალისწინებს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე სამთვიან სამომხმარებლო ტარიფების 3.5 თეთრით შემცირებას მომხმარებელთა იმ კატეგორიისთვის, რომლებიც 0 დან 300 კვ. ელექტროენერგიას მოიხმარენ. აღნიშნული კატეგორია მომხმარებელთა 90%-ს მოიცავს.

ამ დრომდე არსებული ტარიფის მიხედვით, კომპანია "თელასის" აბონენტებისთვის 0-დან 100 კვ-მდე მოხმარების შემთხვევაში 1კვ საათი ენერგიის ღირებულება 13.48 თეთრი იყო - გახდება 9,94 თეთრი. 101 –დან 300 კვ.- მდე მოხმარების შემთხვევაში იყო 16.00 თეთრი - გახდება 12,46 თეთრი.

"ენერგო-პრო"- შემთხვევაში 0-დან 100 კვ-მდე იყო 12.98 თეთრი - გახდება 9,44 თეთრი. 101 –დან 300-მდე იყო 16.52 თეთრი - გახდება 12,98.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ