ჩოხატაურის გამგებლის მოადგილეებმა თანამდებობები დატოვეს

ჩოხატაურის გამგებლის მოადგილეებმა თანამდებობები დატოვეს

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, დიმიტრი კორიფაძემ, რომელიც ამავე დროს "ნაციონალური მოძრაობის" ჩოხატაურის ორგანიზაციის ხელმძღვანელია, მოადგილის პოსტის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა. კორიფაძე განცხადების დაწერამდე ერთი დღით ადრე აცხადებდა, რომ თანამდებობიდან წასვლას არ აპირებდა.

"დღეს გადავწყვიტე, რომ თანამდებობა დამეტოვებინა. არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. ეს გადაწყვეტილება თავად მივიღე", - განმარტა კორიფაძემ.

თანამდებობა დატოვა გამგებლის მეორე მოადგილემ, გია გიორგაძემაც. გავრცელებული ინფორმაციით, გიორგაძე გამგეობის ერთ-ერთ სამსახურს უხელმძღვანელებს.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა