საქართველოთი ირანელი ბიზნესმენები ინტერესდებიან. აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, ირანელი ინვესტორები საქართველოს იანვრის ბოლოს ესტუმრებიან.
"აჭარის რეგიონის საინვესტიციო გარემოს გაცნობის მიზნით, საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ქ. არაქის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი, სოფლის მეურნეობის, სასარგებლო წიაღისეულის და მრეწველობის სფეროში მოღვაწე ბიზნესმენების თანხლებით ჩამოვა",- აცხადებენ პალატის წარმომადგენლები.
მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია აჭარის რეგიონში მოღვაწე ბიზნესმენების შეხვედრა ირანელ სტუმრებთან და რეგიონის სოფლის მეურნეობისა და სამრეწველო ობიექტების მონახულება.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9