კასპის სოფლებში ოლეგ იაძის მხარდასაჭერი აქციები იწყება

კასპის სოფლებში ოლეგ იაძის მხარდასაჭერი აქციები იწყება

"კასპის სოფლებში ოლეგ იაძის მხარდასაჭერი აქციები იწყება" - ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კასპის რაიონის სოფლებიდან, "ქვემო ჭალა"  და "წინარეხი" აცნობეს. ეს ის სოფლებია, სადაც კასპის გამგებლის ოლეგ იაძის მოწინააღმდეგე მოშიმშილე 6 აქტივისტი ცხოვრობს. აღნიშნულ სოფლებში აქციები მათ წინააღმდეგ იგეგმება.

"თუ რაიმე საფრთხე შეექმნება გამგებლის სკამს, ხალხის გამოყვანა მაშინ ნახონ", - ასეთი განცხადება გამგებელმა ოლეგ იაძემ გუშინ გააკეთა. ასევე გუშინ კასპის საკრებულოს სხდომაზე ინციდენტი მოხდა - საკრებულოს თავმჯდომარე დავით მესროფაშვილი სცემეს.

"ქართული ოცნების" აქტივისტები საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომასთან ერთად ოლეგ იაძის გადადგომას ითხოვენ. მათ წინააღმდეგ გამოსვლას კი გამგებლის მომხრეები დღეიდან გეგმავენ.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა