კარლა ბრუნი ახალ ალბომს უშვებს

კარლა ბრუნი ახალ ალბომს უშვებს

საფრანგეთის ექს-პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის მეუღლე კარლა ბრუნი კვლავ მუსიკას დაუბრუნდა. ყოფილი პირველი ლედი მორიგ მუსიკალურ ალბომს უშვებს. ფირფიტის სახელწოდებაა Little French Songs. მსმენელი ბრუნის ალბომის შეძენას უახლოეს თვეებში შეძლებს.

ალბომი ჯერ კიდევ 2011 წელს უნდა გამოსულიყო, თუმცა მაშინ პირველ ლედის არ სურდა, რომ ეს მოვლენა ნიკოლა სარკოზის წინაარჩევნო კამპანიას დამთხვეოდა. გარდა ამისა, ბრუნის ხმის ჩამწერ სტუდიებთან პრობლემები ჰქონდა.

კარლა იმედოვნებს, რომ კრიტიკოსები მის პოლიტიკურ წარსულს არ შეეხებიან და მისი შემოქმედების დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ ობიექტურად იმსჯელებენ.

კარლა ბრუნი ყოფილი მოდელი და მომღერალია. მას რამდენიმე სოლო ალბომიც აქვს გამოშვებული. გარდა ამისა, კარლა ბრუნის რომანი ჰქონდა ისეთ ლეგენდარულ მომღერლებთან, როგორებიც არიან მიკ ჯაგერი და ერიკ კლაპტონი.

მომზადებულია alloverpress-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს