ამერიკელმა სახლი ნაგვისგან ააშენა

ამერიკელმა სახლი ნაგვისგან ააშენა

კალიფორნიის შტატში, ქალაქ კამბრიაში უცნაური ნაგებობა დგას, რომელიც ახლა უკვე ადგილობრივ ღირშესანიშნაობად ითვლება. უნიკალური სახლი ნაგვისგანაა აშენებული.

მისი შემქნმელი არტურ ბილია. ბილს ძალიან უყვარდა სხვადასხვა გამოუსადეგარი ნივთების შეგროვება და ვერაფრით ელეოდა მათ. დროთა განმავლობაში მის მიერ შეგროვებული ნაგავი ნამდვილ ბარიკადად იქცა და ცოტაც და უცნაურ კოლექციონერს თავზე დაემხობოდა. ბილმა გადაწყვიტა გამოუსადეგარი ნივთებით ნამდვილი სახლი აეშენებინა.

Federal­Post-ის ცნობით, შენობას არტურმა Nit Wit Ridge-ი დაარქვა და მის აშენებას თითქმის მთელი ცხოვრება მოანდომა. მას არაფერი გაეგებოდა არქიტექტურის და თან მარტო მუშაობდა.

სახლის ასაშენებლად არტურმა ყველაზე უცნაური ფუნდამენტი შექმნა - მან გიგანტური ორმო ამოთხარა, ხოლო შემდეგ ის სხვადასხვა სახის ნაგვით აავსო. ამას მოყვა ტერასების, დეკორატიული არკების, ბილიკებისა და შადრევნების აწყობა. სხვებისთვის გამოუსადეგარ ნივთებს თითქმის ყოველდღე ეზიდებოდა.

ცოტა ხნის წინ Nit Wit Ridge-ის შემქმნელი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ნაგვისგან შექმნილი სახლი მაიკლ და სტეისი ომელების მფლობელობაში გადავიდა, რომლებიც არტურ ბილს დიდ პატივს სცემდნენ და ეხმარებოდნენ.

ახლა Nit Wit Ridge-ს ყოველდღე სტუმრობენ ტურისტები, რომლებსაც არტურის ისტორიას სახლის ახალი მფლობელები უყვებიან.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს