ხანძრის ჩაქრობისას შენობა მთლიანად გაიყინა

ხანძრის ჩაქრობისას შენობა მთლიანად გაიყინა

23 იანვრის დილით, ჩიკაგოს ერთ-ერთი ქუჩის მკვიდრთ, მიტოვებული ავეჯის საწარმოს ნაცვლად, უზარმაზარი "ყინულის სასახლე" დახვდათ. შენობას ღამით ცეცხლი გაუჩნდა და მის ჩაქრობას 200-მდე მეხანძრე ხუთი საათის განმავლობაში ცდილობდა, მაგრამ დაბალი ტემპერატურის გამო წყალი იყინებოდა და დილით შენობა უზარმაზარ ყინულის სკულპტურას დაემსგავსა.

გაიყინა შენობის გვერდით მდგარი ავტომობილები, მათ შორის ერთი სატვირთო მანქანაც.

აშშ-ში ბოლო დღეების განმავლობაში ტემპერატურა განსაკუთრებით დაეცა. ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურამ - 40 გრადუსამდეც კი დაიწია, რაც ნორმაზე გაცილებით დაბალია.

სიცივეს თან ერთვის ძლიერი ქარიც. გამყინვარებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სინოპტიკოსების განცხადებით, დაბალი ტემპერატურა რეგიონში კვირის ბოლომდე გასტანს.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო: საოცარი სანახაობა ჩიკაგოში - ხანძრის ჩაქრობის დროს სახლი მთლიანად გაიყინა

მომზადებულია epochtimes.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს