ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენებას ითხოვენ

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენებას ითხოვენ

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი კირთაძის გადაყენების მოთხოვნით, 12 დეპუტატმა საკრებულოს კანცელარიაში განცხადება შეიტანა. განცხადებას ხელს საკრებულოს ოპოზიციური ფრაქცია "ბათუმისათვის" სამი წევრი, ქრისტიან-დემოკრატი ნაზიბროლა ქობულაძე და ყოფილი "ნაციონალები" (ახლა დამოუკიდებელი დეპუტატები) აწერენ ხელს.

ირაკლი ჩავლეიშვილი ამბობს, რომ მას ნდობა უკვე გამოუცხადეს და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სავარაუდოდ, ის იქნება. საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე კი მიიჩნევს, რომ კოლეგები კანონს არღვევენ, რადგან საკრებულომ ერთხელ უკვე იმსჯელა თავმჯდომარის გადაყენების შესახებ და 3 თვის განმავლობაში მისი გადაყენება არ შეუძლიათ. 3 თვიანი ვადა 19 თებერვალს გადის.

"ცხოვრება მოულოდნელობებითაა აღსავსე და ამითია საინტერესო. ადამიანის თავში ხდება ტრანსფორმაცია და ახლებურად ფიქრი. ის ადამიანები, ვინც მოიყვანა საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი კირთაძე, არც ერთს არ დაკლებია უშიშროება, სოდი, კუდი... ზეწოლა. დიდი ნაწილი აქედან, თავის დროზე, ბიზნესმენები იყვნენ, დააძალეს დეპუტატობა, ფული გადაახდევინეს და ეს ხალხი ჰყავდათ გაწამებულები. როდესაც ადამიანები იცვლიან პოზიციას, ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია", - განაცხადა ირაკლი ჩავლეიშვილმა.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა