სამხრეთ აფრიკის ფერმიდან 15 000 ნიანგი გაიქცა

სამხრეთ აფრიკის ფერმიდან 15 000 ნიანგი გაიქცა

სამხრეთ აფრიკის ფერმიდან Rakwena Crocodile Farm 15 000 ნიანგი გაიქცა.

გალიებში მოთავსებული ნიანგები ფერმიდან მაშინ გაიქცნენ, რაც ტერიტორია ძლიერი წვიმის შემდეგ დაიტბორა. ნიანგები უკვე შენიშნეს ადგილობრივ სკოლებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის დაწესებულებებში. ზოგიერთი მათგანი დაიჭირეს და ფერმაში დააბრუნეს, მაგრამ უმეტესობის ადგილსამყოფელი უცნობია.

მოსახლეობაში პანიკაა. მთავრობა ადგილობრივებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

აფრიკული ნიანგი, რომელიც ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ბინადრობს, ყველაზე სახიფათო და სასტიკია. ის 5 მეტრი იზრდება და ნადავლს თავს სწრაფად ესხმის.

იხილეთ ვიდეო: 15 000 ნიანგი სამხრეთ აფრიკული ფერმიდან გაიქცა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს