27 წლის ქალი მშობიარობის შემდეგ 40 წლით დაბერდა

27 წლის ქალი მშობიარობის შემდეგ 40 წლით დაბერდა

27 წლის ჩინელი გოგონა, გვარად ვუ მეორე მშობიარობიდან ექვსი თვის შემდეგ 40 წლით დაბერდა. გოგონას სახე დაუნაოჭდა. მისი თქმით, დედობით ტკბობის ნაცვლად იტანჯება და ყველას ემალება. გარშემომყოფნი ფიქრობენ, რომ ვუ ახალშობილის ბებიაა.

"ადრე თავდაჯერებული და მხაირული ვიყავი. ვცდილობდი, ნორმალური ცხოვრებით მეცხოვრა, ვიმოსებოდი ისე, როგორც ყველა ჩემი თანატოლი. მაგრამ ახლა მოხუცად აღმიქვამენ და მე არაფრის შეცვლა არ შემიძლია. ყველა ამბობს, რომ 60-70 წლის ქალს ვგავარ", - აცხადებს ვუ.

ჩინელი ყვება, რომ საკუთარ თავს ცვლილებები 21 წლის ასაკში პირველი შვილს გაჩენის შემდეგ შენიშნა.

"შევამჩნიე, რომ ჩემმა კანმა ელასტიურობა დაკარგა, თუმცა ამისთვის მაშინ დიდი მნიშვნელობა არ მიმინიჭებია. ახლა კი ვითარება უბრალოდ კატასტროფულია", - აცხადებს ჩინელი.

თავიდან ვუ თვითმკვლელობაზეც ფიქრობდა, მაგრამ საბოლოოდ დახმარებისთვის ექიმებს მიმართა.

გამოკვლევის შემდეგ ექიმებმა ჩინელს იშვიათი დაავადების - ანეტოდერმიის დიაგნოზი დაუსვეს, რომლის დროსაც კანის ნაწილობრივი ატროფია ვითარდება და ქსოვილები ელასტიურობას კარგავს.

სპეციალისტთა თქმით, ვუს დაავადება შესაძლოა, მის გენეტიკას უკავშირდებოდეს. მისი დახმარების ერთადერთი საშუალება პლასტიკური ოპერაციაა.

მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს