ივანიშვილის ოზურგეთელ თანაკურსელს ავტომანქანა მოპარეს

 ივანიშვილის ოზურგეთელ თანაკურსელს ავტომანქანა მოპარეს

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ცნობილ ოზურგეთელ თანაკურსელსა და "ქართული ოცნების" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, დავით დარჩიას დაუდგენელმა პირებმა კუთვნილი ავტომანქანა საკუთარი სახლიდან მოპარეს. დარჩიას პრემიერ-მინისტრისგან ნაჩუქარი თეთრი ფერის, ვაზ 21-21 ნივა, სახელმწიფო ნომრით მაბ-370 ჰყავდა.

"გურიის მოამბეს" ინფორმაციით, დავით დარჩიამ გარკვეული გასამრჯელოს ფასად, პოლიციაში შეტყობინების სანაცვლოდ მანქანა დაიბრუნა. "ქართული ოცნების" აქტივისტები, რომლებმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვეს, აცხადებენ, რომ დარჩიამ მომხდარი პოლიციას იმ მოტივით არ შეატყობინა, რომ მანქანის ქურდები პარლამენტის მიერ მიღებული ამნისტიის შედეგად იყვნენ გათავისუფლებულები.

სრული ვერსია

"გურიის მოამბე"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა