გოგა ხაჩიძე "ჯავახკის” წევრის, ვაჰაგნ ჩახალიანის გათავისუფლებას ღირსების შელახვად თვლის

გოგა ხაჩიძე "ჯავახკის” წევრის, ვაჰაგნ ჩახალიანის გათავისუფლებას ღირსების შელახვად თვლის

გოგა ხაჩიძე ვაჰაგნ ჩახალიანის გათავისუფლების საკითხს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეხმაურება. ხაჩიძის აზრით, ჩახალიანის გათავისუფლებით "ქართულმა ოცნებამ" საზოგადოებას ღირსება შეულახა.

"აბა რა გითხრათ მეოცნებეებო?...

თანაც იმ პირობებში, როცა აპრიორი ვიცი, რომ დროის ამ მონაკვეთში, ჩემს ნათქვამს, თქვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

პირიქით, ისიც ზუსტად ვიცი, რომ მხოლოდ აგრესიის და გაუაზრებელი ლანძღვა-თათხვის ხასიათზე დადგებით ტრადიციულად.

არა უშავს, დღეს არ აქვს მნიშვნელობა, ხვალ ექნება!.. ზეგ ექნება!.. მაზეგ!.. როდესღაც!....

მაინც გეტყვით, თუნდაც იმიტომ, რომ ვალდებულად ვთვლი თავს.

ღირსება, ღირსებას რომ გაიძახით, უნდა იცოდეთ, რომ რეალურად, დღეს წაგვართვა თქვენმა მთავრობამ ღირსება!..

ღირსების წართმევაა ის, საკუთარი ხელით, შენი ქვეყნის, სახელმწიფოებრიობის დაუძინებელ მტერს, სეპარატისტს, ხულიგანს, მოძალადეს,.. შენი ენის, შენი ისტორიის, შენი ჯარის, სამართალდამცავების მაგინებელს და "ჯავახეთის კოკოითს"- ვაჰაგან ჩახალიანს, გარეთ რომ უშვებ!

ღმერთმა არა ქნას, ძალიან გვიან მიხვდეთ ამას, თორემ ალექსანდრე ნეველის წმინდა ნაწილზე ლოცვა ვეღარ გვიშველის!..."

სომეხმა პატიმარმა, ორგანიზაცია "ჯავახკის" წარმომადგენლმა ვაჰაგნ ჩახალიანმა საპატიმრო გუშინ დატოვა. საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, ვაჰაგნ ჩახალიანის გათავისუფლება საქართველოს პრემიერ-მინისტრს სომხეთის კათოლიკოსმა, გარეგინ მეორემ სთხოვა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს