იუველირმა ოქროს ბეჭედს საკუთარი კანი გადააკრა

იუველირმა ოქროს ბეჭედს საკუთარი კანი გადააკრა

ისლანდიელმა საიუველირო დიზაინერმა სრული რეხტმა, რომელიც ცნობილია ავანგარდული ქმნილებებით, შექმნა ოქროს ბეჭედი, რომელიც საკუთარი კანისგან შექმნილ შალითაში მოათავსა.

კრეატიულმა დიზაინერმა ბეჭედის უცნაური დიზაინისთვის კანი მუცლიდან მოიკვეთა. ახალგაზრდა მამაკაცმა ამ უცნაური ბეჭდის შექმნის მთელი პროცესი ვიდეოზე ასახა.

კანის ნაჭრის ზომა 110х10 მილიმეტრია. ის საფუძვლიანად დამუშავდა, გამოშრა სპეციალური ტექნოლოგიით და დამარილდა. ამის შემდეგ იუველირმა მისივე კანი 24 კარატიანი ოქროს ბეჭდის გარე ნაწილზე დაამაგრა.

აქსესუარი რეხტის შემოდგომა-ზამთრის 2013 წლის კოლექციის ნაწილია. ბეჭედი პარიზში გამოფინეს. ის 350 000 ევროდ შეფასდა.

სრული რეხტი ერთ-ერთია იმ იუველირთაგან, რომლის ნამუშევრებს რეზონანსი მოჰყვება ხოლმე. მას საკუთარი ნამუშევრებისთვის გამოუყენებია გარდაცვლილთა თმები, თევზის ნარჩენები და დაუმუშავებელი ალმასები.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს