რუსი სომელიეები პროგნოზირებენ, რომ ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე "ძველ დიდებას ვერ დაიბრუნებს

რუსი სომელიეები პროგნოზირებენ, რომ ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე "ძველ დიდებას ვერ დაიბრუნებს

რუსი სომელიეები პროგნოზირებენ, რომ ქართული ღვინო, რუსულ ბაზარზე დაბრუნების შემთხვევაში, ისეთივე პოპულარული აღარ იქნება, როგორც ადრე იყო. როგორც вечерняя москва-სთან ინტერვიუში რუსეთის სომელიეთა გილდიის თავმჯდომარემ, ტატიანა შარაპოვამ განაცხადა, იმ პერიოდში, რაც ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე აღარ არის, მისი სტილი საგრძნობლად არის შეცვლილი.

მისი თქმით, ამერიკულ-ქართული ურთიერთობების ფარგლებში, საქართველოს დახმარებას კალიფორნიის ღვინის ინდუსტრია უწევდა და შედეგად, საქართველოში გაჩნდა ევროპული ჯიშის ყურძნის ღვინოები, ადაპტირებული კალიფორნიულთან.

"საქართველოში ამზადებენ უფრო კალიფორნიულ "შარდონეს" და "კაბერნეს", რომელიც წარმატებით იყიდება როგორც ევროპაში, ასევე აშშ-ში. ის, რასაც დღეს ქართველი მეღვინეები გვთავაზობენ, ჩვენი გაგებით ქართული ღვინისთვის არატრადიციულია. ეს ღვინოები წააგავს ჩილეს და არგენტინის ღვინოებს, თუმცა მათზე ძვირი ღირს. არის მცირე რაოდენობის ღვინო, რომელიც ჰგავს იმას, რაც ჩვენ გვახსოვდა, თუმცა, ეს არ არის იაფი და ამ ღვინის მასობრივი წარმოება თავის მყიდველს ვერ იპოვის. ამ პერიოდში, უკრაინაში იყიდება ქართული ღვინო და უნდა ითქვას, რომ მისი გაყიდვები წლიდან წლამდე მცირდება", - აცხადებს ტატიანა შარაპოვა.

რუსეთის სომელიეთა ასოციაციის წევრი, ერკინ თუზმუხამედოვი კი მიიჩნევს, რომ ბრენდი დაბრუნებას ვერ შეძლებს, როგორც, მისი თქმით, მოლდოვურ ღვინოს დაემართა.

"აკრძალვამდე, მოლდოვური ღვინო რუსული ბაზრის 80%-ს იკავებდა, ახლა კი მხოლოდ 10%-ს იკავებს იმ ფონზე, რომ იქაური ღვინო შედარებით იაფია. თვითონ საქართველოშიც ქართული ღვინო ძვირია. 150-200 რუბლზე ნაკლები ის არ ეღირება", - განაცხადა სომელიემ.

რამდენიმე დღის წინ, რუსეთის მთავარმა სანიტარმა დაადასტურა, რომ მზადაა საქართველოში ჩამოვიდეს მას შემდეგ, რაც 4 თებერვალს, მოსკოვში ქართული დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდება. როგორც გენადი ონიშჩენკომ განაცხადა, ის აპირებს საქართველოში ჩამოვიდეს, რათა ადგილზე გადაწყდეს ის სისტემური საკითხები, რომელიც ქართული ღვინის და მინერალური წყლების რუსულ ბაზარზე გატანას უკავშირდება.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ