პოლიციელი, რომელიც სოზარ სუბარმა ცემის ფაქტზე ამხილა, სამმართველოს უფროსის მოადგილედ დანიშნეს

პოლიციელი, რომელიც სოზარ სუბარმა ცემის ფაქტზე ამხილა, სამმართველოს უფროსის მოადგილედ დანიშნეს

შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოში კიდევ ერთი საკადრო ცვლილება განხორცილდა. ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უფროსის ალექსანდრე ჭანუყვაძის ერთ-ერთ მოადგილედ აკაკი მაისურაძე დაინიშნა.

აკაკი მაისურაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. ის ადამინების ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ცემაშია მხილებული. ერთი ფაქტი, რომელიც 2007 წლის ოქტომბერში მოხდა,  მაშინდელი სახალხო დამცველის, სოზარ სუბარის ანგარიშშიც არის. სუბარის ინფორმაციით, სოფელ ქვედში სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ონის რაიონული განყოფილების უფროსის მოადგილემ აკაკი მაისურაძემ და განყოფილების ორმა თანამშრომელმა სასტიკად სცემეს სოფლის მკვიდრი ლევან მაისურაძე. დაზარალებული თვეზე მეტ ხანს მკურნალობდა თბილისში. ომბუდსმენი შსს-ს და გენპროკურატურას ონის პოლიციის თანამშრომელთა ქმედების შესწავლას მოუწოდებდა.

აკაკი მაისურაძე "გურია ნიუსთან" ადასტურებს, რომ ნამდვილად ის პოლიციელია, რომელიც სოზარ სუბარის განცხადებაში იყო მოხსენიებული, თუმცა აღნიშნავს, რომ მაშინ მისი საქმე საფუძვლიანად შეისწავლეს და მისი უდანაშაულობაც დაამტკიცა.

ცემაში მხილებული პოლიციელის ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში დანიშვნას, გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, პაპუნა გობეჯიშვილი ადასტურებს.

"აქ არაფერია დასამალი, აკაკი მაისურაძე უკვე დანიშნულია, ჩვენ წლების წინ ვმუშაობდით ერთა", - აცხადებს გობეჯიშვილი.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა