ყაზბეგში ხარების სახელობის მონასტერი დაიწვა

ყაზბეგში ხარების სახელობის მონასტერი დაიწვა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ არშაში ხანძრის შედეგად მონასტერი დაიწვა. ცეცხლი მონასტრის გვერდით მდებარე წმინდა გიორგი სახელობის ეკლესიაზეც გადავიდა და სახურავი განადგურდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ გივი ქილიკაშვილმა განაცხადა, ზარალის რაოდენობა ჯერ უცნობია.

"მონასტერი მთლიანად განადგურდა, ეკლესიას კი სახურავი დაეწვა. როგორც ჩვენ ვიცით, ხანძარი გაუმართავი ელექტროგაყვანილობის გამო გაჩნდა. სახანძრო-სამაშველო სამსახური დროულად იქნა გამოძახებული, თუმცა ტექნიკა მოძველებულია და ცეცხლის დროულად ჩაქრობა ამიტომ შეფერხდა", - აღნიშნა გივილი ქილიკაშვილმა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. საქმეს ყაზბეგის პოლიცია იძიებს.

სრული ვერსია

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა