ბარბარე რაფალიანცის ოჯახი შსს-ს ვადას 10 თებერვლამდე აძლევს

ბარბარე რაფალიანცის ოჯახი შსს-ს ვადას 10 თებერვლამდე აძლევს

საპარლამენტო არჩევნების წინა დღეს, კახეთში, სოფელ კოლაგში მოკლული 10 თვის ბარბარე რაფალიანცის ოჯახი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმის გამოსაძიებლად და მკვლელების გამოსავლენად ვადას 10 თებერვლამდე აძლევს.

"უკვე სამი თვეა იძიებენ და ვერ გამოიძიეს. ამბობენ, კვალი წაშლილია, ბევრი რამ გაფუჭებულია, დიდი დრო სჭირდებაო. 10 თებერვლამდე ველოდებით შს სამინისტროს. თუ არ გამოიძიეს სხვა გზებს მივმართავთ", - აღნიშნავს დალი მექერიშვილი.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ექსკლუზიური ინფორმაციით, გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის წევრებმა გამოძიებას სავარაუდო ეჭვმიტანილების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ მიაწოდეს.  ოჯახს ეჭვი ორ ახალგაზრდაზე აქვს, რომლებიც წინასაარჩევნოდ პრობაციონერები იყვნენ და არჩევნების შემდეგ საქართველო დატოვეს. ბარბარე რაფალიანცის დეიდა ამბობს, რომ ორივე ახალგაზრდა "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი იყო.

სრული ვერსია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა