ხაშურის დასუფთავების სამსახურს ვალერი გელაშვილის სიძე უხელმძღვანელებს

ხაშურის დასუფთავების სამსახურს ვალერი გელაშვილის სიძე უხელმძღვანელებს

ხაშურის "დასუფთავების სამსახურის" უფროსად ზაალ ობოლაძე დაინიშნა, რომელიც ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის სიძეა. როგორც დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები აცხადებენ, საკადრო ცვლილებები, ჯერჯერობით, მათზე არ ვრცელდება.

მანამდე დასუფთავების სამსახურს გიორგი მახათაძე ხელმძღვანელობდა. სამსახურიდან წავიდა ბუღალტერი ნატო თედიაშვილიც, მის ადგილზე, სავარაუდოდ,  ანა გელაშვილი დაინიშნება.

ხაშურის გამგებლის პირველ მოადგილედ ირინა გელაშვილი დაინიშნა, რომელიც მანამდე "ქართული ოცნების" ხაშურის შტაბს ხელმძღვანელობდა. ირინა გელაშვილი მაჟორიტართან ნათესაურ კავშირს უარყოფს.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა