თინა ხიდაშელი - "სააკაშვილის მომხრე ძალიან ინტელექტუალ და ძალიან, ძალიან ხალხთან მაქვს კითხვა"

თინა ხიდაშელი - "სააკაშვილის მომხრე ძალიან ინტელექტუალ და ძალიან, ძალიან ხალხთან მაქვს კითხვა"

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი თინათინ ხიდაშელი "ფეისბუქით" პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება, რომელიც ორგანიზაცია "ჯავახკის" წარმომადგენლის ვაჰაგნ ჩახალიანის გათავისუფლებას უკავშირდებოდა.

"სააკაშვილის მომხრე ძალიან ინტელექტუალ და ძალიან, ძალიან ხალხთან მაქვს კითხვა, ამას რა ქვია? :(

ეხლა ფილტვების ანთება მაქვს და ძალიან ცუდად ვარ, მაგრამ ამაზე რეაქცია რომ ამ მიმეცა კიდევ უფრო ჩქარა მოვკვდებოდი, ვიდრე ეს ავადმყოფობა მიპირებს:(", - წერს ხიდაშელი და იქვე მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი გამოსვლიდან ამონარიდს აქვეყნებს, რომელიც საინფორმაციო საშუალებით გავრცელდა:

"როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ჩახალიანის ციხეში ყოფნა-არყოფნა შეიძლება არ ყოფილიყო ისტორიული მნიშვნელობის და 5 წელიც რომ მჯდარიყო ციხეში, მისი შემდეგ გამოსვლა პრობლემას არავის შეუქმნიდა. "დღეს ეს არის პრობლემა. თავის დროზე ვლადისლავ არძინბა რომ ვინმეს დაეჭირა, აფხაზეთში არ მოხდებოდა ეს პრობლემა. კულუბეკოვი და ჩოჩიევი რომ არ გამოეშვათ, არ მოხდებდოა ცხინვალში ის, რაც მოხდა", - დასძინა სააკაშვილმა".

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუშინ აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებსა და სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს შეხდა. შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად პატიმრების გათავისუფლების საკითხს შეეხო. მისი თქმით, ვაჰაგან ჩახალიანის ციხიდან გამოშვება პრობლემას წარმოადგენს, ვინაიდან ის საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს საფრთხეს უქმნის.

ორგანიზაცია "ჯავახკის" წარმომადგენელი ვაჰაგნ ჩახალიანი 2008 წლის 21 ივლისს დააკავეს. მას ბრალი იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვასა და მოხმარებაში, ასევე საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი მასობრივი ღონისძიებების ორგანიზებაში წაუყენეს. 2009 წლის 7 აპრილს სასამართლომ მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ჩახალიანმა ამინისტიის წყალობით საპატიმრო 2013 წლის 24 იანვარს დატოვა.

"სიყვარულის 2 წელი" - დავით კირკიტაძის მეუღლე ქორწინების იუბილესთან დაკავშირებით, რომანტიკულ ფოტოებს აქვეყნებს

"პიროვნება, რომელიც რუს ოლიგარქად მოიხსენიეს, არის ჩემი უახლოესი მეგობრის ბიძა, დაბადებული და გაზრდილი გურჯაანში" - ლექსო თამაზაშვილი "ტვ პირველს" პასუხობს

"ლოკდაუნის მოხსნა ვაქცინაციის გარეშე მესამე ტალღას გარდაუვალს ქმნის!" - რას წერს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი