ავიაკომპანია "ბრიტანეთის ავიახაზები" საქართველოში ფრენებს 1-ელი აპრილიდან დროებით წყვეტს ,- ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ბრიტანეთის ავიახაზების" საქართველოს წარმომადგენლობის მენეჯერმა, ირაკლი გორდელმა განუცხადა.
მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება მხოლოდ კომერციულ მიზეზებს უკავშირდება.
"ეს გადაწყვეტილება ამ თვის დასაწყისში მივიღეთ და 1-ელი აპრილიდან, დროებით ვწყვეტთ ფრენებს საქართველოში. მიზეზი კომერციულია, ანუ თბილისი არ არის მომგებიანი", - განაცხადა გორდელმა.
"ბრიტანეთის ავიახაზები" საქართველოში ფრენებს 2012 წლიდან ახორციელებდა.