აბაშელების პროტესტი უშედეგო აღმოჩნდა

აბაშელების პროტესტი უშედეგო აღმოჩნდა

ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან შეკრებილი აბაშიდან ჩასული "ქართული ოცნების" აქტივისტები, პარტია "ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოსთვის" რაიონული პარტიის თავმჯდომარის კანდიდატურას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ გიორგი გვილავა "სახალხო კრების" წარმომადგენელია და ირგვლივ შემოიკრიბა ის ხალხი, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში დევნიდნენ "ოცნების" აქტივისტებს. აბაშელები ლაშა სამხარაძეს და ნუგზარ მალაღურიძეს შეხვდნენ. შეხვედრით უკმაყოფილოები პრემიერ-მინისტრთან საუბარს ითხოვენ.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა