რა კავშირი აქვს სოსო პავლიაშვილს ბიზნესმენ ადუაშვილის მკვლელობასთან

რა კავშირი აქვს სოსო პავლიაშვილს ბიზნესმენ ადუაშვილის მკვლელობასთან

2012 წლის 23 ნოემბერს ბიზნესმენი 46 წლის ანტონ (ავთო) ადუაშვილი საკუთარ ავტომობილში მოკლული იპოვეს. 12 დეკემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია დანაშაულის გახსნის შესახებ, თუმცა, არც დაკავებული პირების და არც მკვლელობის მოტივის შესახებ არაფერი თქმულა.

"გურია ნიუსს" მოკლული ბიზნესმენის ნათესავი დაუკავშირდა, რომლის ინფორმაციით, ბიზნესმენის მკვლელობის საქმეზე ამ დროისთვის 4 პირია დაკავებული, მათ შორის ვახტანგ ჩხაპელია. ის რუსეთში მოღვაწე მომღერლის სოსო პავლიაშვილის დის ქმარია.

"ვახო ჩხაპელია ის მკვლელობის უშუალო შემკვეთების განთქმის საფუძველზე დააკავეს. ჩემი ინფორმაციით, დანაშაული ჩხაპელიამაც აღიარა - თქვა, რომ მკვლელობამდე სამი დღით ადრე, ავთო პირადად გააცნო ერთ-ერთ მკვლელს", - ამბობს წყარო.

ოჯახის ახლობლის თქმით, მოკლული ბიზნესმენის ოჯახი ვარაუდობს, რომ მკვლელობის უკან მომღერალი სოსო პავლიაშვილი დგას, რომელთანაც მოკლულს საერთო ბიზნესი ჰქონდა ერევანსა და ხარკოვში. მომღერალი აცხადებს, რომ ბავშვობის მეგობრისა და ბიზნეს პარტნიორის მკვლელობის ვერსიებზე ინფორმაციას არ ფლობს. მომღერლის და, მაკა პავლიაშვილი კი აცხადებს, რომ ვერსია, თითქოს მკვლელობის უკან სოსო დგას, სრული აბსურდია და ამაზე სერიოზულ კომენტარს არ გააკეთებს.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა