ინგლისის დედოფლის "ცელქი" შვილიშვილი

ინგლისის დედოფლის "ცელქი" შვილიშვილი

ინგლისის დედოფლის, ელისაბედ II-ის შვილიშვილი ზარა ფილიპსი კარგა ხანია ცნობილია თავისი ურჩი და თავისუფალი ხასიათით. მისდა ბედად, ქმარიც თავისნაირი შეხვდა. წყვილი ხშირად "ახარებს" პაპარაცებს ვნებიანი ფოტოსესიებით. ცოტა ხნის წინ მოჯირითე ზარა და მისი მორაგბე ქმარი თივის ზვინში გაერთნენ და პაპარაცებსაც არ გამორჩენიათ მათი "მხიარულება".

ფოტოებიც სწრაფად გავრცელდა, თუმცა ზარას არავითარი რეაქცია არ ჰქონია. მთავარია, რომ მის გვერდით მისი ქმარია და წყვილი თავს ბედნიერად გრძნობს.

31 წლის ზარა ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრია, დედოფლის უფროსი შვილიშვილი, პრინცესა ანასა და მისი პირველი ქმრის, კაპიტან მარკ ფილიპსის ქალიშვილია, მეთოთხმეტე ტახტის მემკვიდრეობის ხაზში. ბედის ირონიით, ზარას ქმარიც კაპიტანია, ოღონდაც ინგლისის რაგბის ნაკრების.

ზარა დიდი ხანია ცხენოსნობით სერიოზულად არის გატაცებული, თავის ერთგულ ცხენ ტოიტაუნთან ერთად რამდენიმე სერიოზული ჯილდოც აქვს მოგებული, სულ ბოლოს 2012 წელს მის მშობლიურ ლონდონში გამართულ ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მიიღო. ამ სპორტში მიღწეული წარმატებებისთვის ზარა ბრიტანეთის იმპერიის ორდენითაც დააჯილდოვეს.

ზარას ჰყავს უფროსი ძმა პიტერ ფილიპსი და ორი და: ფელისიტა, რომელიც მამამისს საყვარლისგან გაუჩნდა, და სტეფანი ფილიპსი - ზარას მამისა და მისი მეორე ცოლის შვილი.

ზარამ 2010 წელს იქორწინა კლუბ "გლოსტერის" მოთამაშე მაიკ ტინდელზე. წყვილმა ერთმანეთი 2003 წელს რაგბის მსოფლიო თასზე გაიცნო, ავსტრალიაში.

ისინი ერთმანეთს ზარას ბიძაშვილმა - პრინცმა ჰარიმ გააცნო, მათი ქორწილი 2011 წლის 30 ივლისს შედგა ედინბურგში. მას მერე არაერთხელ გავრცელებულა ხმები მაიკის მექალთანეობისა და "გვერდზე გავლის" შესახებ, თუმცა წყვილი კვლავ ერთად არის და, როგორც ჩანს, ბედნიერადაც გრძნობენ თავს.

გარდა იმისა, რომ ზარა ერთადერთია ინგლისის სამეფო ოჯახის წევრებს შორის, ვისაც ასეთი სერიოზული სპორტული ჯილდოები აქვს მოპოვებული, 2007 წელს ის ასევე პირველი იყო, რომელიც რეკლამისთვის გადაიღეს - ზარა "ლენდ როვერის" რეკლამაში გამოჩნდა. 2009 წელს კი გამოაცხადა, რომ საკუთარი ტანსაცმლის კოლექციას გამოუშვებს ცხენზე მოჯირითეებისთვის. კოლექციას სახელად დაერქვა ZP176 - ეს ნომერი ჰქონდა ზარას, როდესაც პირველად წარმოადგენდა თავის ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზობაზე.

იხილეთ ფოტოგალერეა

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ასევე იხილეთელისაბედ II-ის შვილიშვილის და მისი მეუღლის ვნებიანი "ჯირითი" თივის ზვინში

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს