კუდ-ის კახეთის სამმართველოს მიმალვაში მყოფ უფროსს ახალი ბრალდება წაუყენეს

კუდ-ის კახეთის სამმართველოს მიმალვაში მყოფ უფროსს ახალი ბრალდება წაუყენეს

კახეთის საოლქო პროკურატურამ შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის, კახეთის სამმართველოს ყოფილ უფროსს ზურაბ ლალიაშვილს, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიმალვაშია, ახალი ბრალდება წაუყენა. ლალიაშვილს ბრალი ედება თელავის  საავადმყოფოს ექიმის გიორგი ოქროპირიძის ცემაში. გიორგი ოქროპირიძე ზურაბ ლალიაშვილის მხრიდან მასზე ზეწოლის ფაქტს არ ადასტურებს.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სრული ვერსია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა