სკოლა ხიდის ქვეშ

სკოლა ხიდის ქვეშ

ინდოეთში, ნიუ-დელიში 40 წლის რაჯეშ კუმარ შარმა ხელმოკლე ბავშვებს განათლების მიღებაში ეხმარება.

მამაკაცმა გაჭირვებული ოჯახის შვილებისთვის განათლების მიღების საინტერესო გეგმა შეიმუშავა. ყველა პატარას, რომელსაც სკოლაში სიარულის საშუალება არ აქვს, შეუძლია ყოველ დღე მეტროს ხიდის ქვეშ მივიდეს და განათლება მიიღოს. შარმა პროფესიით მასწავლებელი არაა, ის მაღაზიას ფლობს, თუმცა კარგი განათლება აქვს მიღებული და თვლის, რომ ბავშვის განვითარებისთვის სწავლა უმთავრესია.

4-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები ყოველ დილით ხიდის ქვეშ იკრიბებიან, წერენ, კითხულობენ და მასწავლებელს საშინაო დავალებას აბარებენ. მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში მისი წყალობით 140-მა ბავშვმა წერა-კითხვა ისწავლა, ხოლო 70-მა პატარამ სახელმწიფო სკოლაში სწავლის გაგრძელება შეძლო.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს