ბარნოვმა ორშაბათი მოქალაქეებთან შეხვედრის დღედ გამოყო

ბარნოვმა ორშაბათი მოქალაქეებთან შეხვედრის დღედ გამოყო

შიდა ქართლის გუბერნატორმა ანდრო ბარნოვმა მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. ყოველ ორშაბათს 13.00-დან 16 საათამდე რეგიონის ნებისმიერ მკვიდრს, ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია მიღებაზე ჩაეწეროს და შეხვდეს რეგიონის პირველ პირს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, გუბერნატორთან პირველ შეხვედრაზე რეგიონის 20-ზე მეტი მაცხოვრებელი ჩაეწერა. მოსახლეობა ძირითადად სოციალური პრობლემებზე, ჯანდაცვის და სხვა საკითხებზე სთხოვდა ანდრო ბარნოვს დახმარებას. გუბერნატორი მოქალაქეებს ყოველ ორშაბათს, 13-დან 16 საათამდე მიიღებს.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა