მსოფლიოში ყველაზე დიდი ტალღა

მსოფლიოში ყველაზე დიდი ტალღა

ვეტერანმა სერფინგისტმა გარეტ მაკნამარამ მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან 10-სართულიანი სახლის სიმაღლის გიგანტურ ტალღაზე წარმატებით გადაიარა.

მსოფლიო რეკორდი პორტუგალიაში დამყარდა - გარეტი სერფინგის დახმარებით 30-მეტრიან ტალღას წარმატებით შეერკინა.

"ყველაფერი მოულოდნელად მოხდა. ვიცოდი, რომ ჩემს წინ უზარმაზარი ტალღა აღიმართებოდა, მაგრამ არ მეგონა, ასეთი გიგანტური თუ იყო. როდესაც გამარჯვებულთა სიის ლიდერად ჩემი სახელი გამოაცხადეს, იმ ტალღებზე უფრო მეტად ავმაღლდი სულიერად, რომლებიც კი ოდესმე დამიპყრია", - განაცხადა მან.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც გარეტი გიგანტურ ტალღას ეჭიდება. 2011 წელს მან 23.8 მეტრი სიმაღლის ტალღა დაიპყრო. გარეტი ამერიკაში, მასაჩუსეტსის შტატში 1967 წელს დაიბადა, შემდეგ კი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ჰავაიში გადავიდა. სერფინგისადმი განსაკუთრებული სიყვარულით პირველად 11 წლის ასაკში "დაავადდა".

მომზადებულია thesun.co.uk-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს