მარიამ საჯაია - ევროსაბჭოს კომიტეტების წარმომადგენლები ამნისტიის კანონის გამო შეშფოთებულნი არიან

მარიამ საჯაია - ევროსაბჭოს კომიტეტების წარმომადგენლები ამნისტიის კანონის გამო შეშფოთებულნი არიან

ნაციონალური მოძრაობის წევრმა, პარლამენტარმა მარიამ საჯაიამ, რომელიც ამჟამად სტრასბურგში იმყოფება, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე საზოგადოებას ამნისტიის კანონის მიმართ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიული და მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენელთა დამოკიდებულება გააცნო.

"სტრასბურგში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრების შეხვედრა მიმდინარეობს ევროსაბჭოს წარმომადგენლებთან. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა ატარებს გაცნობით ხასიათს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიული და მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლებმა შეშფოთება ვერ დაფარეს საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ პოლიტიკური ამნისტიის კანონის მიმართ.

მათი თქმით, პარლამენტმა ცალკეულ პირებს შესაძლოა მიანიჭოს პოლიტპატიმრის სტატუსი, მაგრამ დუშვებელია პარლამენტმა გადახედოს სასამართლოს გადაწყვეტილებას და თავისი გადაწყვეტილებით გაათავისუფლოს ეს პირები.

გაკვირვების და შეშფოთების საგნად იქცა ასევე იუსტიციის მინისტრის დღევანდელი განცხადება, რომ სასამართლო არის ოპოზიციაში. წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, რომ ასეთი განზოგადებული განცხადებები არის სასამართლო ხელისუფლების მთავრობაზე დაქვემდებარების მცდელობა." - დაწერა მარიამ საჯაიამ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

საქართველოს პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონი 2012 წლის 28 დეკემბერს მიიღო.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს