ამერიკელი ქალი უცხო სახლებში ჩუმად იპარება და ალაგებს

ამერიკელი ქალი უცხო სახლებში ჩუმად იპარება და ალაგებს

ოჰაიოს შტატში 53 წლის სუზან უორენი დააკავეს, რომელსაც მედიამ "სისუფთავის ფერია" დაარქვა. დამნაშავე უცხო სახლებს პატრონების ნებართვის გარეშე ალაგებდა.

ქალი პოლიციამ მაშინ დააკავა, როდესაც ის ერთ-ერთ სადარბაზოს, პატრონის უკითხავად თოვლისგან წმენდდა. სამართალდამცავებს დამლაგებლის შესახებ ადგილობრივებმა მაშინ შეატყობინეს, როდესაც "სისუფთავის ფერია" ნიჩბით ხელში დაინახეს.

აღმოჩნდა, რომ უორენი უკვე იყო ნასამართლევი უცხო სახლში შეჭრისა და არასანქცირებული დასუფთავების გამო და ამისთვის 1 წლიანი პირობითი სასჯელი ჰქონდა შეფარდებული. ამჯერად კი 1 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

პრესასთან საუბრისას სუზანის ვაჟმა განაცხადა, რომ არ იცის, რატომ ასუფთავებს უცხო ადამიანების სახლებს მისი დედა.

მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს