სააკაშვილის მიერ გურიაში გახსნილი გზის ხარისხსა და ფინანსურ დოკუმენტაციას შეისწავლიან

სააკაშვილის მიერ გურიაში გახსნილი გზის ხარისხსა და ფინანსურ დოკუმენტაციას შეისწავლიან

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში გზის დაგება, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპარლამენტო არჩევნების დროს საზეიმო ვითარებაში დაიწყო, დღეს შეჩერებულია. "როდესაც ურეკში ვიმყოფებოდი, ერთ-ერთმა ქალბატონმა, რომელიც სოფელ შრომის მცხოვრებია, პირადად მითხრა, რომ შრომაში მოსახლეობას, ყველაზე მეტად, გზის პრობლემა აწუხებს. მე ამ ქალბატონს შევპირდი, რომ გზის მშენებლობას დავიწყებდით. ის, რაც 50 წლის მანძილზე არ გაკეთებულა, ახლა გაკეთდება, " - განაცხადა პრეზიდენტმა გურიაში სტუმრობისას.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით ნარმანია ნატანები-შრომა-ურეკის გზის შეჩერებულ მშენებლობაზე ამბობს, რომ სამუშაოები აუცილებლად გაგრძელდება.

"ამ გზასთან დაკავშირებით ჩვენთვის გამოსავალი არის ის, რომ კონტრაქტი დადებულია შემსრულებელ კომპანიასთან. თანხა გათვალისწინებულია 2013 წლის ბიუჯეტში და სამუშაოები გაგრძელდება, თუმცა პერიოდულად მოხდება გადახედვა, ამ გზის შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რამდენად დროულად, კვალიფიციურად, ხარისხიანად შესრულდება სამუშაოები, ასევე გადაიხედება მისი ფინანსური დოკუმენტაციაც. ეს ყველაფერი ჩვენი ზედამხედველობის ქვეშ იქნება", - აცხადებს მინისტრი.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა