კიბით სარგებლობა სპორტდარბაზში ვარჯიშის ტოლფასია

კიბით სარგებლობა სპორტდარბაზში ვარჯიშის ტოლფასია

როგორც ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმა განაცხადეს, ლიფტზე უარის თქმა და კიბით სარგებლობა სპორტდარბაზში გატარებული დროის ტოლფასია.

პროფესორ ბრედ კერდინალი აცხადებს, რომ კიბეზე ასვლა-ჩამოსვლით ნებისმიერი ასაკის ადამიანი ფიზიკურად ვარჯიშობს და სხეულს იმკვრივებს. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ოფისში მუშაობენ.

მკვლევარები ადამიანებს ურჩევენ, ბევრი იმოძრაონ. როგორც ბრედი ამბობს, სპორტდარბაზში ვარჯიშისთვის ფინანსური შესაძლებლობა, ან თავისუფალი დრო ყველას არ აქვს, ამიტომ ვარჯიშისთვის მარტივ გზას სთავაზობს: ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, სახლამდე დარჩენილი 2 გაჩერება ფეხით იარეთ, მობილურზე საუბრისას ერთ ადგილას ნუ გაჩერდებით.

"სუფთა ჰაერზე ბევრი დრო დაჰყავით. ეს ხერხი ეფექტურიცაა და არც ხელფასი დაგეხარჯებათ", - ამბობს პროფესორი.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს