ხალხის მისაზიდად გალერეაში 12 600 დოლარი დამალეს

ხალხის მისაზიდად გალერეაში 12 600 დოლარი დამალეს

სამწუხაროდ, გალერეებს ხალხი იშვიათად სტუმრობს. ამ პრობლემით გაღიზიანებულმა ინგლისელმა ხელოვანმა, ტომას გეორგესონმა ხალხის მოსაზიდად საინტერესო პროექტი მოიფიქრა.

მან ადგილობრივი ჟურნალ-გაზეთებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ გალერეაში Milton Keynes Gallery იღბლიან ადამიანს ფულადი ჯილდო ელის. ტომასმა გალერეაში 12 600 დოლარზე გამოწერილი ქვითარი დამალა. ადამიანმა გალერეაში გამოფენილ ნახატებს ზიანი რომ არ მიაყენოს, გალერეაში დაგხვდებათ განცხადება, რომ ქვითარი ნამუშევრებთან არაა დამალული.

ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე გალერეას ათასობით ადამიანი მიაწყდა. შენობასთან მთელი დღე გრძელი რიგი დგას. გალერეის დირექტორი, ენტონი სპირა იძულებული გახდა, თანამშრომლებისა და დაცვის წევრების რაოდენობა გაეზარდა.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს