კასპის ორი მაღალჩინოსანი სახელმწიფო თანხების მითვისების ბრალდებით დააკავეს

კასპის ორი მაღალჩინოსანი სახელმწიფო თანხების მითვისების ბრალდებით დააკავეს

დაკავებულია კასპის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი ზურაბ გელიტაშვილი და შპს "კასპის კეთილმოწყობის" დირექტორი გიორგი გოცირიძე. დაკავებულებს ბრალად დიდი ოდენობით სახელმწიფო კუთვნილი თანხების მითვისება ედებათ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა ჯგუფურად, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტი გამოყენებით, მიითვისეს სახელმწიფოს კუთვნილი თანხა 45 133 ლარი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა