პრინცმა ჩარლზმა 33 წლის განმავლობაში მეტროთი პირველად იმგზავრა

პრინცმა ჩარლზმა 33 წლის განმავლობაში მეტროთი პირველად იმგზავრა

უელსის პრინცმა ჩარლზმა და მისმა მეუღლემ კამილამ გუშინ პირველად ერთად იმგზავრეს მეტროთი. მგზავრობა სადგურ "ფარინგდონიდან" "კინგს-კროსამდე", ლონდონის მეტროს 150 წლისთავს მიეძღვნა.

მეტროში შესვლისას, მიუხედავად იმისა, რომ სამეფო ოჯახის ორივე წარმომადგენელს ასაკის გათვალისწინებით უფასო მგზავრობა ეკუთვნის, მეტროს ადმინისტრაციამ მათ სამგზავრო Oyster-ის ბარათები გადასცა, რომლის ანგარიშზე 10 ფუნტი ირიცხება. პრინცმა ჩარლზმა და მისმა მეუღლემ მგზავრობის საფასური სწორედ ამ ბარათებით გადაიხადეს. ორივე მათგანი სამეფო კოლექციაში მოხვდება.

სადგურზე ახალი თაობის მატარებელი გაჩერდა. რამდენიმე ასეთი მატარებელი ლონდონის მეტროპოლიტენის ხაზებზე უკვე მოძრაობს.

პრინცსა და მის მეუღლეს ჟურნალისტთა მთელი არმია დაემგზავრა. მეტროს ჩვეულებრივ მგზავრებს სამეფო ოჯახის წევრებთან მიახლოება ეკრძალებოდათ.

ჩარლზი და კამილა "კინგს-კროსის" სადგურამდე მივიდნენ, სადაც ვაგონი დატოვეს და ადგილობრივი ღირშესანიშნაობა 9 3/4 პლატფორმა მოინახულეს. ეს პლატფორმა ცნობილი "ჰარი პოტერით" გახდა. მას შემდეგ ამ ადგილს ათასობით ტურისტი სტუმრობს. აღსანიშნავია, რომ პრინცი ჩარლზის მეუღლე ახალგაზრდა ჯადოქრის ისტორიის დიდი თაყვანისმცემელია.

ბოლოს პრინცმა ჩარლზმა მეტროთი 1979 წელს იმგზავრა.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს