ბრიტანეთში ყველაზე ხანშიშესულ ოფის-მენეჯერს 100 წელი შეუსრულდა

ბრიტანეთში ყველაზე ხანშიშესულ ოფის-მენეჯერს 100 წელი შეუსრულდა

ბრიტანეთში ყველაზე ხანშიშესულმა ოფის-მენეჯერმა 100 წლის იუბილე აღნიშნა.

ჯიმ კლემენტსი ინჟინერის თანამდებობაზე მუშაობდა და პენსიაზე მხოლოდ 66 წლის ასაკში გავიდა, თუმცა მისივე თქმით, "პენსიაზე ყოფნა მოსწყინდა" და გადაწყვიტა, დროებით მუშაობა ოფის-მენეჯერად დაეწყო.

ასეთი "დროებითი სამუშაო" პენსიონერის ცხოვრებაში უკვე 34 წელია გრძელდება. ამასთან, კლემენტსი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს, რადგან მუშაობა ძალიან მოსწონს.

"ვაწესრიგებ დოკუმენტებს, ვპასუხობ სატელეფონო ზარებს, ვაკეთებ ქსეროასლებს და კოლეგებს ჩაის ვუმზადებ. შედეგად ოფისის მუშაობა არ ცდება უმნიშვნელო რამეების გამო, მე კი 100 წლის ასაკში თავს უფრო ახალგაზრდად ვგრძნობ", - აცხადებს 100 წლის ოფის-მენეჯერი.

"ჯიმი არაჩვეულებრივი ადამიანია. მას საოცარი იუმორის გრძნობა აქვს", - აცხადებს ჯიმ კლემენტსის კოლეგა ჯეკი კოული.

"დასაქმებულმა პენსიონერმა" 100 წლის იუბილე ნათესავების და მეგობრების წრეში აღნიშნა. მას ორი შვილი, ოთხი შვილიშვილი და ერთი შვილთაშვილი ჰყავს.

მომზადებულუა newsru.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს