ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების კლება გრძელდება. ამის შესახებ ბაზრის მსხვილი მოთამაშეები აცხადებენ. "პე-ეს-პე" და "ავერსი" მედიკამენტების ნაწილზე ფასების შემცირებას ადასტურებს.
"პე-ეს-პე"-ში ბოლო პერიოდში 600-ზე მეტის სახეობის პოზიციაზე, რომელთა დისტრიბუციასაც კომპანია ახორციელებს, ფასები 20-დან 70%-მდე შემცირდა. მენეჯმენტის შეფასებით, გაიაფება მომწოდებლებთან მოლაპარაკების შემდეგ გახდა შესაძლებელი. მათივე თქმით, ფასების კლების პროცესი დიდი ხანია დაწყებულია და მომავალშიც გაგრძელდება.
ფასების კორექტირება "ავერსშიც" მოხდა. როგორც კომპანიაში ამბობენ, ფასების კლების ტენდენცია ყოველთვიურად მიმდინარეობს და მსგავსი პროცესი ხელისუფლების ცვლილებამდეც ფიქსირდებოდა.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9