2012 წელს კახეთში გამგეობის და საკრებულოს თანამშრომლების პრემიებზე 830 452 ლარი გაიცა

2012 წელს კახეთში გამგეობის და საკრებულოს თანამშრომლების პრემიებზე 830 452 ლარი გაიცა

კახეთის 7 მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებსა და თანამდებობის პირებზე, 2012 წელს, პრემიის სახით 830 452 ლარი გაიცა. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მონაცემების თანახმად, ყველაზე მეტი, 248 713 ლარის ოდენობის პრემია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებმა მიიღეს.

გასულ წელს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმა 2 360 ლარიანი პრემია ოთხჯერ გამოიწერა და ჯამში, პრემიის სახით 9 440 ლარი აიღო. პრემიების სიდიდით მეორე ადგილზე თელავის მუნიციპალიტეტია. თვითმმართველობის 310

თანამშრომელზე, გასულ წელს, პრემიის სახით 195 668 ლარი გასცა. 106 960 ლარის ოდენობით პრემია მიიღეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის თანამშრომლებმა. 98 010 ლარის ოდენობის პრემია მიიღეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებმა და თანამდებობის პირებმა.  54 020 ლარი პრემია გაიცა ყვარლის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებსა და ჩინოვნიკებზე. აქედან, 20 600 ლარი გამგეობის სამსახურების უფროსებსა და თანამდებობის პირებზე გადანაწილდა, 34 420 ლარი კი გამგეობის რიგით თანამშრომლებზე.

სრული ვერსია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა