გორში საგზაო ნიშნების არ არსებობა მძღოლებს პატრულის "მახეში" აბამს

გორში საგზაო ნიშნების არ არსებობა მძღოლებს პატრულის "მახეში" აბამს

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ელექტრონული ფოსტით წერილი მიიღო, სადაც საუბარია გორის ქუჩებში მოუწესრიგებელი საგზაო მოძრაობის და ნიშნების არ არსებობის შესახებ, რასაც პატრულის თანამშრომლების მხრიდან მძღოლების მასობრივად დაჯარიმება მოსდევს. წერილის ავტორია ზურაბ ლაღიძე.

"უკვე დიდი ხანია ჩვენს ქალაქში გზებსა და ქუჩებში დახაზულ-დაყენებული საგზაო ნიშნები მოითხოვს განახლებას და კორექტირებას. ზოგან არასწორადა დადგმული საგზაო ნიშნები, ზოგან კი საერთოდ არ არის. გორელი მძღოლები მხოლოდ მეხსიერებაში დარჩენილ აკრძალვებსღა ემორჩილებიან, ჩამოსული სტუმარი კი ნამდვილად ვერ არკვევს სიტუაციას, ან ემორჩილება იმ ნიშნებს, რაც ჩანს და ძალაუნებურად ხდება საპატრულო პოლიციის მსხვერპლი. იუსტიციის სახლის უკან არსებობს მათივე თანამშრომელთა ავტო-სადგომი, რომელიც შლაგბაუმით იკეტება და იმართება ოპერატორის მიერ. ამ ავტოსადგომის შემგომ (გურამიშვილის ქუჩის გასწვრივ, ბაზრის მიმართულებით) მდებარეობს კიდევ ორი სადგომი, რომლებიც ერთმანეთისაგან პატარა გაზონითაა გამოყოფილი. სწორედ ამ გაზონზე ცოტა სიღრმეში და არა გზის პირზე დაამონტაჟეს მანქანის დგომის ამკრძალავი ნიშანი, რაც ყოვლად შეუმჩნეველია პირველ სადგომზე შემსვლელი მძღოლისათვის, ჩერდებიან და ჩასაფრებული პატრულიც ადგილზეა! ამის შესახებ მე განვუცხადე პატრულის თანამშრომლებს - რომ შეუმჩნეველია ეს ნიშანი, დამიდასტურეს, დიდსულოვნად მაპატიეს და მითხრეს, რომ მათ ეხებათ მხოლოდ დაჯარიმება და ამკრძალავი ნიშნების განთავსება მათი საქმე არ არის", - წერს ზურაბ ლაღიძე.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა