იაპონელებმა კუდი გამოიბეს

იაპონელებმა კუდი გამოიბეს

იაპონურმა კომპანიამ ”ემოციური კუდი” გამოიგონა. ცხოველს კუდი არა მხოლოდ მწერების დასაფრთხობად, არამედ ემოციების გამოსახატავადაც სჭირდება. ადამიანებს სიხარულისა თუ უკმაყოფილების გამოსახატავად საკმარისი ხერხები გვაქვს, მაგრამ, როგორც ჩანს, იაპონელები ასე არ ფიქრობენ.

მოწყობილობას Shippo ჰქვია და ძალიან მარტივად მუშაობს - იგი წელზე, სპეციალური სენსორის დახმარებით მაგრდება. სენსორი გულისცემის მონიტორინგის სისტემით არის აღჭურვილი. შედეგად, რაც უფრო ხშირია გულისცემა, მაგალითად, როცა ადამიანს უხარია ან აღგზნებულია, კუდს მით უფრო სწრაფად აქიცინებს.

მომზადებულია yes.com-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს