დოსტოევსკის წიგნის გარეკანზე შევჩენკოს ფოტო დაბეჭდეს

დოსტოევსკის წიგნის გარეკანზე შევჩენკოს ფოტო დაბეჭდეს

ბრიტანულ კომპანია Naxos AudioBooks-ს კურიოზული შეცდომა მოუვიდა. მათ დოსტოევსკის აუდიოწიგნზე "ძმები კარამაზოვები", ტარას შევჩენკოს პორტრეტი დაბეჭდეს.

ბრიტანელები პირველები არ არიან, ვისაც დოსტოევსკი შევჩენკოში აერია. მათმა ესპანელმა კოლეგებმა იმავე წიგნის ესპანური გამოცემის ყდაზეც შევჩენკოს პორტრეტი დაბეჭდეს.

შეცდომის მიუხედავად, აუდიოწიგნი გაყიდვიდან არ ამოუღიათ. მათი შეძენა ონლაინ-მაღაზია Amazon-ზე 44.56 დოლარადაა შესაძლებელი. აუდიოწიგნს ცნობილი მსახიობი ტომ პიგოტ-სმიტი ახმოვანებს. მას იცნობენ ფილმებიდან "ალექსანდრე", " V ნიშნავს ვენდეტა" და "ალისა საოცრებათა ქვეყანაში".

მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს