კარლ ლაგერფილდი მიშელ ობამას ახალ ვარცხნილობას უწუნებს

კარლ ლაგერფილდი მიშელ ობამას ახალ ვარცხნილობას უწუნებს

დიზაინერი კარლ ლაგერფილდი ცნობილი სახეების გარეგნობისა და გემოვნების საჯარო კრიტიკას არასდროს ერიდება. ადელის და ქეით მიდლტონის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის, მიშელ ობამას დრო დადგა.

კარლი ფრანგულ ტელეარხ Canal Plus-ზე შოუს სტუმრობდა, როდესაც ტელეწამყვანმა მოულოდნელად მიშელ ობამას ვარცხნილობაზე კომენტარის გაკეთება სთხოვა. კარლმა განაცხადა, რომ მიუხედავად მიშელისადმი პატივისცემისა, თვლის, რომ ახალი ვარცხნილობა მას არ უხდება.

"ვერ ვხვდები, რატომ შეიცვალა ვარცხნილობა. გულახდილები ვიყოთ და ვთქვათ, რომ ეს სტილი მას არ უხდება. ცუდი არჩევანია", - განაცხადა დიზაინერმა.

მომზადებულია yahoo.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს