მსოფლიოში ყველაზე ცნობადი ფოტოს ავტორი

მსოფლიოში ყველაზე ცნობადი ფოტოს ავტორი

მსოფლიოში ყველაზე ცნობადი ფოტო Windows XP-ის სამუშაო მაგიდის შპალერია. ყოველთვის, როდესაც კომპიუტერში "ვინდოუსს" ვტვირთავთ, ეკრანზე მწვანე მინდორს, ცისფერ ცასა და ღრუბლებს ვხედავთ. მას მსოფლიოს ყველაზე მეტი ადამიანი იყენებს კომპიუტერის სამუშაო მაგიდის ფონად.

ცოტამ თუ იცის, ვინ არის მისი ავტორი. ეს ფოტო ჩარლზ ო’რეარს ეკუთვნის. ჩარლზი 1941 წელს დაიბადა. ის 25 წლის განმავლობაში ცნობილ ჟურნალთან National Geographic-თან თანამშრომლობდა.

ყველაზე ცნობილ ფოტოს Bliss-ი ეწოდება. ის 1996 წელს, კალიფორნიაშია გადაღებული. ფოტოგრაფის თქმით, მას სურათი არცერთ პროგრამაში არ დაუმუშავებია. 2002 წლიდან Bliss-ი Windows XP-ის სამუშაო მაგიდის ავტომატურ ფონად იქცა. 2006 წელს ენთუზიასტებმა ეს ადგილი კვლავ მოძებნეს და ფოტო თავიდან გადაიღეს.

მომზადებულია thephotosociety.org-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს