ორსულისთვის ოჯახური სკანდალები აუცილებელია

ორსულისთვის ოჯახური სკანდალები აუცილებელია

ფეხმძიმე ქალისთვის სკანდალის მოწყობა არათუ ნორმა, არამედ აუცილებლობაა. ამასთან დაკავშირებით კვლევა ამერიკელმა მეცნიერებმა ჩაატარეს.

ექსპერიმენტში მონაწილეობა 140-მა ისეთმა წყვილმა მიიღო, რომლებიც პირველ შვილს ელოდებოდნენ. მონაწილეებს მათ ოჯახებში არსებული ემოციური ფონის შესახებ დაუსვეს კითხვები. ამის შემდეგ მეცნიერებმა მათთან ერთად განიხილეს სადაო საკითხები.

ექსპერიმენტის შემდეგ წყვილებს კორტიზოლის დონე (სტრესის ჰორმონის დონე) შეუმოწმეს, შემდეგ კი ისევ გამოკითხეს.

შედეგები განსაცვიფრებელი აღმოჩნდა: მიუხედავად კონფლიქტური სიტუაციის ხარისხისა, კორტიზოლი ორსული ქალის სისხლში უცვლელია. გარდა ამისა, ჩხუბის შემდეგ ქალი უფრო მალე მშვიდდება, ვიდრე მამაკაცი.

აქედან გამომდინარე მეცნიერებმა დაასკვნეს: ორსული ქალი სკანდალს აღიქვამს როგორც ურთიერთობის საშუალებას. ამ ხერხით ქალი იღებს იმის მტკიცებულებას, რომ მისი პარტნიორი მისადმი გულგრილი არ არის და მამაკაცთან უფრო მჭიდრო ემოციურ კავშირს ამყარებს.

სწორედ ამიტომ სპეციალისტების აზრით, სკანდალი და კამათი მომავალი დედებისთვის არათუ ნორმა, ან საზიანო, არამედ სასარგებლოც კია.

გარდა ამისა, ფეხმძიმე ქალებისთვის სასარგებლოა სიმღერა. სიმღერით მომავალი დედა ნაყოფთან კონტაქტს ამყარებს. კვლევის მიხედვით, საყვარელი მელოდიის ღიღინის დროს, ქალებში ბედნიერების ჰორმონი გამოიყოფა, ხოლო ნაყოფი მშვიდდება.

გარდა ამისა, სიმღერის დროს ფეხმძიმე ქალი უნებლიედ სუნთქვით ვარჯიშს ასრულებს, რომელიც ბუნებრივი მშობიარობისას დასჭირდება.

მომზადებულია womanews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს