ადელი ხმას კარგავს

ადელი ხმას კარგავს

მომღერალი ადელი "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიალზე იმღერებს და როგორც ჩანს, ძალიან ნერვიულობს. ვარსკვლავი ლოს-ანჯელესში ჰიპნოთერაპევტს სტუმრობს და იმედოვნებს, მისი დახმარებით სცენაზე გასვლის შიში გაუქრება.

როგორც ადელის მეგობრები ამბობენ, მომღერალი მთელი ღამე შფოთავს, ვერ იძინებს, კოშმარები ესიზმრება და შედეგად, ნერვიულობისგან ხმა ეკარგება. ადელი პანიკაში განსაკუთრებით მას მერე ჩავარდა, როდესაც შეიტყო, რომ სცენაზე მასთან ერთად ბარბარა სტრეიზანდიც იმღერებს.

ადელი მსგავსი მასშტაბური ღონისძიებების წინ ყოველთვის ნერვიულობს. მომღერალმა აღიარა, რომ შარშან "გრემის" დაჯილდოების ცერემონიალზე ნერვიულობისგან ცუდად გახდა და არ ახსოვს, როგორ გავიდა სცენაზე.

შეგახსენებთ, "ოსკარის" რიგით 85-ე დაჯილდოების ცერემონია 24 თებერვალს, ლოს-ანჯელესში, "დოლბის" თეატრში გაიმართება. ადელი საზოგადოებას ფილმ "Skyfall"-ის საუნდტრეკს შესთავაზებს.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს