აბაშის აქციების მონაწილე საგანელიძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

აბაშის აქციების მონაწილე საგანელიძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მოწყობილი აქციის მონაწილე თორნიკე ქარცივაძე უმრავლესობის ლიდერ დავით საგანელიძისგან ბოდიშს ითხოვს.

"საგანელიძემ ივანიშვილის რეზიდენციასთან მყოფი ადამიანები მოიხსენია "ქართულ ოცნებაში" ჩანერგილ "ნაციონალური მოძრაობის" აგენტებად. ეს ის ჯგუფია, რომელმაც ყველაფერი დადო სასწორზე "ქართული ოცნების" გამარჯვებისთვის, დღეს კი საგანელიძემ იმდენი შეძლო, რომ აბაშაში დაარსდა ფსევდო "ქართული ოცნება" და მისი წევრები, რომლებიც არსად არ ჩანდნენ, დაუპირისპირა ჭეშმარიტ აქტივისტებს. მოვითხოვ, ფაქტებით დაამტკიცოს საგანელიძემ, რომ ჩვენ "ნაციონალურ მოძრაობას" ვემსახურებით, თუ არადა, პასუხი აგოს ცილისწამებისთვის. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ საგანელიძე ამ ყველაფერს აკეთებს "ქართულ ოცნებაში" განხეთქილების შესატანად. მან რაიონში გამოაგზავნა თავისი იდეების გამტარებელი და საკმაოდ არაადეკვატური პიროვნება გიორგი გვილავა, თან თქვა, რომ პარტია დაკომპლექტდა საკმაოდ აქტიური და ოცნების მხარდამჭერი ადამიანებით. ველოდები მათგან პასუხს და საჯაროდ ბოდიშის მოხდას", - ამბობს თორნიკე ქარცივაძე.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა